e/ka/თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი

New Query

Information
instance of(noun) music written for a ballet
ballet
Meaning
Georgian
has glosskat: თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, საბალეტო კადრების მომზადების ძირითადი კერა საქართველოში. 1916 წელს იტალიელმა მოცეკვავე ქალმა მ. პერინიმ თბილისში დაარსა საბალეტო სკოლა. ამ სკოლაში აღიზარდნენ ბალეტის ცნობილი ოსტატები: ვ. ჭაბუკიანი, ნ. რამიშვილი, ვ. ერონსკი-ნადირაძე, ლ. გვარამაძე, ე. ჩიკვაიძე, თ. ჭაბუკიანი, მ. ბაუერი, ი. ალექსიძე, ს. ვეკუა და სხვა. სტუდიამ დიდი როლი ითამაშა ქართული პროფესიული ბალეტის განვითარებაში. 1934 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიქმნა ქორეოგრაფიული სტუდია, რომელსაც დ. ჯავრიშვილი ხელმძღვანელობდა. 1936 წელს ორივე სასწავლებელი გაერთიანდა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სტუდიად. 1950-1972 წლებში სტუდიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ვ. ჭაბუკიანი. სტუდია დაამთავრეს: ზ. კიკალეიშვილმა, ი. ბაგრატიონმა, ა. წერეთელმა, ა. ნანობაშვილმა, ვ. გუნაშვილმა, ბ. მონავარდისაშვილმა, ე. ჭაბუკიანმა, ლ. მითაიშვილმა და სხვა. 1957 წლიდან სტუდიას ეწოდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. სასწავლებლის აღზრდილები არიან: ზ. ამონაშვილი, ვ. აბულაძე, ი. ჯანდიერი, მ. არობელიძე და სხვა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი მთლიანად თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული.
lexicalizationkat: თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint