| Information | |
|---|---|
| instance of | (noun) a native or resident of the American state of Georgia Georgian |
| Meaning | |
|---|---|
| Georgian | |
| has gloss | kat: ილია ლუკას ძე ბახტაძე (ფსევდონიმი ხონელი) (დ. 26 მაისი, 1859, დაბა ხონი ― გ. 13 ივლისი, 1900, სოხუმი), ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. ბიოგრაფია სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1876 ("დროება", N 64). პეტერბურგში ყოფნისას თანამშრომლობდა რუსულ პრესაში ("პორიადოკი", "სტრანა"). 1881 "დროებაში" (N 68) დაიბეჭდა ბახტაძის პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი "ვიცინოთ თუ ვიტიროთ?" ავტორი დასცინოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის კურთხევაზე წარგზავნილ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა დელეგაციას, რომელმაც მოითხოვა, მოკლული იმპერატორის ალექსანდრე II-ის სამახსოვრო ვენზელი უნდა ვატაროთო. ბახტაძე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "კავკაზი", "დროება", "ივერია", "ნოვოე ობოზრენიე", "კვალი", "მოამბე" და სხვ., სატირულ-იუმორისტული ფელეტონების სერიაში "საკვირაო სხარტულა", "სახელდახელო", "კვირის საუბარი", "კვირის სურათები" და სხვ. ამხელდა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლოვანებებს. ბახტაძემ თარგმნა მ. სალტიკოვ-შჩედრინის, ა. ბუვიეს, ე. ზოლას, ა. დოდესა და სხვების თხზულებანი. |
| lexicalization | kat: ილია ბახტაძე |
Lexvo © 2008-2025 Gerard de Melo. Contact Legal Information / Imprint