| has gloss | kat: რუხი – დასავლეთ საქართველოს ერთი უძველესი ქალაქი,რომელიც მდინარე ენგურის ნაპირზე იყო გაშენებული.ლამბერტის ცნობით, XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოში მხოლოდ ერთი ქალაქი – რუხი არსებობდა, ამასვე ადასტურებს ფ. ელჩინის ცნობაც:სამეგრელოში სავაჭრო ადგილები არ არის, ერთი ადგილია, სადაც სომეხთა 40 სახლია და 10 სახლი ებრაელებისა . ამ შემთხვევაში, ცხადია, რუხი იგულისხმება, რომელსაც ლამბერტიიც "სომხების ქალაქს უწოდებდა. რუხი, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტი, ცნობილია აგრეთვე შარდენისთვისაც . აღსანიშნავია, რომ რუხს სამეგრელოს მთავარ ქალაქად ასახელებს ნ. ვინტსენი |